02:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 15:14:22, 432 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ვითომდა არჩევნების გაყალბებაზე არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ

ოპოზიციამ მაქსიმალურად დააჯერა თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ, რეალურად კი, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დარწმუნებული იყო მმართველი გუნდის გამარჯვებაში, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხედავდა მათ განწყობას.

„რადიკალური დაჯგუფებების მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო სიცრუეზე. ისინი მაქსიმალურად აჯერებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ. რეალურად, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ამის თქმის საშუალებას მაძლევდა, ის დამოკიდებულება და განწყობა, რასაც რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვხედავდით. არ დაგვიტოვებია არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი - ყველგან ჩავდიოდით, ვხვდებოდით ამომრჩეველს და ვესაუბრებოდით იმაზე, თუ რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა გამოწვევები და საფრთხეები დგას ქვეყნის წინაშე და როგორ ვხედავთ მომავალს. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ განვითარებას, გაძლიერებას და ევროპულ მომავალს“,- განაცხადა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. 

„რაც შეეხება დეზინფორმაციას, რაზეც  შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, არჩევნების შემდეგაც გრძელდება სიცრუე. არანაირი ფაქტი არ არის წარმოდგენილი. ამბობენ არჩევნები გაყალბდაო და ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ვისმენთ მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხს. სიმართლე ერთია - „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა დამაჯერებლად. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მილიონ 120 ათას ადამიანს მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დაცვას, ეროვნული ინტერესების გატარებას ეხება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics