|
2024-10-24 16:18:09, 425 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება
ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, “ცვლილებები სექტორთან თანამშრომლობისა და მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე ხორციელდება“. “დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღე გახლავთ განსაზღვრული პერიოდი, როდესაც ინსპექტირება უნდა განხორციელდეს, კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგებისა. სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო ხანმოკლე, ამისთვის არსებობს გარკვეული ოპტიმიზაციის გეგმა და არსებობს შესაძლებლობა, რომ ვადა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, ეს პერიოდი დაყვანადი იქნება - 45 დღემდე. შევეცდებით ეს ასე იყოს. უახლოეს დღეებში, აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტ დეტალს შეიტყობთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა, კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები, კოვიდ პანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან. “ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვუსმინოთ კლინიკებს და ვეცადოთ, რომ ყველა ისეთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებადი, გაზიარებული, მხედველობაში მიღებულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან. ამის დემონსტრირება გახლავთ, ამ შემთხვევაში, ეს ინიციატივა. გარკვეული ნაწილის და ესაა 20% გადახდის შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ შეღავათი. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება თვითონ კლინიკებისთვის, რომ მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე, უკეთესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. უმჯობესია, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდებოდეს პაციენტის უფლებებს“,- განაცხადა სარჯველაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)