|
2024-10-24 15:43:56, 478 ნახვა
საზოგადოება
კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა
კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ 4 მოქალაქეს შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია. „მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული 2 მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ 4 მოქალაქეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით 3 პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)