|
2024-10-23 14:25:22, 374 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო სეიშელის მხრიდან კი, ტრანსპორტის მინისტრმა, ენტონი დერჟაკმა. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მალაიზიაში, ირაკლი ასაშვილი დაესწრო. “საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და სეიშელს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის 2014 წელს დაიწყო, გასულ წელს კი საუდის არაბეთში გამართული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში, მხარეთა მიერ გაიმართა მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამასთან, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება. ICAN2024 მალაიზიაში 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან იგეგმება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)