|
2024-10-23 11:15:16, 366 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან და თანამშრომლებთან ერთად ხეები დარგო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნები ცხოვრობენ. “მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და მათი საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური ზრუნვა. თბილისის ბავშვთა სახლში მინისტრთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)