20:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 21:56:24, 319 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი - საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში - ვერ გაუგიათ, ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია

ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში, ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ, ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, "დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის დამფუძნებლები, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას ახერხებენ, როგორც ეს თავის დროზე, საქართველოში მოახერხეს".

"იდეოლოგია რასაც ლიბერალურს უწოდებენ დღეს ლიბერალები, საკმაოდ არა, ვიტყოდი, ძალიან სახიფათოა და ის იდეოლოგები, ვინც არიან ამის დამფუძნებლები, პარალელურად, რა თქმა უნდა, ახერხებენ, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას - განსხვავებული აზრი არ ისმის, კრიტიკული აზრი არ ისმის, შესაბამისად, ძალიან ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში და ჰგონიათ, რომ ესაა რეალობა.

ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს და ეს ვერ გაუგიათ. ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, აბა ნახეთ, რამდენი ტელევიზიაა? თუნდაც, რამდენს გახსნიან ხვალვე - ეს არ არის ის დრო, რა დროც იყო, გახსოვთ ხომ, თეფშები როგორ დაგვიყადაღეს და  როგორ გვიკრძალავდნენ, რომ როგორმე დამოუკიდებელი ინფორმაცია გვქონოდა, საინფორმაციო წყარო გვქონოდა", -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics