11:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 21:10:58, 395 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს, ევროკავშირი მზადაა, მოლდოვას მხარი დაუჭიროს

ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ, აშკარა გარე ჩარევის მიუხედავად, მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი მზადაა, რომ მოლდოვას მხარი დაუჭიროს.

"ეს არის სიგნალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას ევროპული გზისკენ და საჭირო რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც გარდაქმნის თქვენს ქვეყანას. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას და იმუშაოს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ყველას კეთილდღეობისთვის",- განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, მოლდოვა მოლდოვაში რეფერენდუმის და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების 100% დაითვალეს. საკონსტიტუციო რეფერენდუმში ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა.

ამასთან ერთად, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics