|
2024-10-21 16:32:23, 408 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ ჩხობაძის სახელობის სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა, ქუთაისში, ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ ეტაპზე, კლინიკაში, გადაუდებელი დახმარებისა და ქირურგიული განყოფილებები რემონტდება. ასევე, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიისა და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სამედიცინო ცენტრი 130 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში განთავსებულია გადაუდებელი დახმარების, ქირურგიის, რეანიმაციის, საოპერაციო ბლოკი, თერაპიის, კარდიოლოგიისა და ნერვული სნეულებების განყოფილებები. ასევე, ხელმისაწვდომია ამბულატორიული მომსახურება და ინსტრუმენტალური კვლევები. მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)