|
2024-10-18 14:46:28, 1006 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - მოსახლეობამ აჭარაში კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაც მოძრაობის“ მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება
"მსურს გაგაცნოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მორგებული და გათვლილია აჭარის თითოეული მცხოვრებლის საჭიროებებზე, მათ კეთილდღეობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზნით და სულისკვეთებით ვხელმძღვანელობდით აქამდე და დარწმუნებული ვარ რომ 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ახალი შემართებით გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მან ასევე ისაუბრა რეგიონში წინასაარჩევნო გარემოზე და ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც დადებითად არის შეფასებული წინასაარჩევნო გარემო როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე აჭარის რეგიონში. "მინდა კომენტარი გავაკეთო მათ შორის კოლექტიური ნაც მოძრაობის სატელიტ პარტიებზე: ჩვენმა მოსახლეობამ აჭარაში, ჩვენმა ძვირფასმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილის, ნაც მოძრაობის მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება აჭარაში, არამარტო ცალკეული ოჯახების, არამედ მთლიანი გვარების გაუბედურება, მათი გაკულაკება და წარმოუდგენელია, რომ ქობულეთში, ბათუმში ამ პარტიამ, რომელიც შეხმატკბილებულია ნაც მოძრაობასთან, მიაღწიოს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ ამ წინასაარჩევნო გარემოში გავაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან, ამომრჩევლებთან აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მთლიანად გუნდი, ასევე ჩვენი ძალიან ღირსეული დელეგატები. დარწმუნებული ვარ რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ სწორედ იმ მშვიდობის, სწორედ იმ ღირსების და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გათვალისწინებით შევძლებთ, რომ წინ ვიაროთ ევროპული სახელმწიფოსკენ",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)