18:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:37:12, 3104 ნახვა

სპორტი
ნოდარ ხადური: მთავარია, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია იყოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს. თუმცა, ხადური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია,  მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია არსებობდეს.

“მე ვერ შევაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას, ის კონსტიტუციური ორგანოა და ის არ არის მთავრობის ნაწილი, შესაბამისად, მე როგორც მთვრობის წევრი ვერ შევაფასებ , რაც შეეხება ..პარლამენტში წარდგენილია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი, მანამდე რამდენადაც ვიცი ერთ–ერთი ვიცე პრეზიდენტი შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას, ცხადია, რომ ბანკს ეყოლება ხელმძღვანელი. მთავარია,  საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია იყოს. პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში ძალიან ბევრი მაკროეკონომიკური თემაა, რომელზეც საჭიროა შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ–ერთი სამსახური მეორეს საქმიანობაში უნდა ერეოდეს. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ თემაზე”,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. სავარაუდოდ,  ეროვნული ბანკის  პრეზიდენტის მოვალეობას,  ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics