22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 17:05:55, 338 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, პარტიაა, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე

არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის მინიშნებები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

მისივე თქმით, ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა დასვან კითხვები და შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი.

„არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის ხოლმე მინიშნებები. ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც არის ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, სადაც არის  ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, სადაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად, თუ ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას დამისახელებს ვინმე, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე. 

ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი. ამისთვის არის საჭირო ასეთი განცხადებები. მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics