22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 15:52:19, 299 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ბრალდება ძალიან დიდი სიყალბე და ტყუილია

ეს არის ძალიან დიდი სიყალბე და ტყუილი. ჩვენ არაერთხელ გამოვიჭირეთ კონკრეტული არასამათავრობო ორგანიზაციები ტყუილში, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა როდესაც საქმე საქმეზე მივიდა, მათ არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და ფაქტები არ გააჩნდათ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ ბრალდების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ყალბ პირადობებს ამზადებს და ე.წ. კარუსელისთვის ემზადება. 

კალაძის თქმით, „აღნიშნული ბრეალდებების უკან მდგომი რადიკალების მიზანი მშვიდობიანი არჩევნებისთვის ხელის შეშლაა". 

„ესეც მიმართულია იქითკენ, რომ მცდელობა აქვთ, როგორმე ეს მშვიდობიანი არჩევნები გააფუჭონ, დააზიანონ. იმიტომ არიან რადიკალები და ქვეყნის მტრები, რომ ამ ადამიანებს არ მოსწონთ და არც სურთ ეს მშვიდი ვითარება, არ მოსწონთ ქვეყანაში მშვიდობა. წარმოიდგინეთ, როცა ბანერებზე პირდაპირ არის გამოკრული - „არა ომს“ და ვებრძვით, ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს მეორე ფრონტი, არ იყოს ომი, მათ ესეც აწუხებთ და ესეც მძიმეა მათთვის და ხედავთ, რას აკეთებენ. გადახაზეს და გადაღებეს აღნიშნული ბანერები, სადაც ეწერა - „არა ომს“. წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. შესაბამისად, ყველა უნდა მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას და მის მომავალს. ქვეყანაში მნიშვნელოვანია მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა რომ არ გვქონოდა, დღეს აქ არ ვიქნებოდით და  ამ მნიშვნელოვანი პროექტის სანახავად ვერ მოვიდოდით. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი არის  მშვიდობის შენარჩუნება“,- განაცხადა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics