22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 14:59:39, 286 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - მხარე, რომელიც აგებს არჩევნებს, ცდილობს, გამოიყენოს შესაძლებლობები რევოლუციური სცენარების გასავითარებლად - სუს-ის განცხადება პრევენციულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს, ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების გასავითარებლად, ხოლო სუს-ის განცხადება არის პრევენციული.

„მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი არის - მხარე, რომელიც პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს, ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების გასავითარებლად.

ის განცხადება, რაც გაავრცელა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არის პრევენციული, მაგრამ ამავდროულად საგანგაშო. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს ადამიანები მზად არიან ყველა მეთოდით და ყველა ფორმით იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, როგორმე საკუთარ საწადელ მიზანს რომ მიაღწიონ. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კანონიერი გზით არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ, რომ ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics