|
2024-10-17 12:07:03, 356 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კონფერენციის მოსამზადებელ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მოსამზადებელ მინისტერიალში (Pre-COP 29) მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო COP 29-ზე პროგრესის მისაღწევად მაღალი დონის პოლიტიკური გადაჭრის გზების იდენტიფიცირება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით. "აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მთავარი თემა ფინანსური რესურსების მობილიზების ამბიციური გეგმის განსაზღვრა იქნება, რომლის თანახმად, განვითარებული ქვეყნები განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების განსახორციელებლად გამოუყოფენ. „საქართველოში ჩვენ ვაღიარებთ საზოგადოებაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მოწყვლად რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ადაპტაციის კუთხით არსებული ინიციატივების მიმართ გაზრდილ მხარდაჭერას, მათ შორის, დაფინანსებას და ტექნოლოგიების გადაცემას, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და თემებმა შეძლონ ეფექტიანად უპასუხონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრას 40-ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და მაღალი დონის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყო ევროკომისარი კლიმატის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)