22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 17:40:11, 385 ნახვა

პოლიტიკა
ენმ - ჩვენს წარმომადგენლებს ისნის საარჩევნო ოლქთან ცივი იარაღით შეიარაღებული „ძველი ბიჭები“ დახვდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლებს N5 ისნის საარჩევნო ოლქთან ცივი იარაღით შეიარაღებული "ძველი ბიჭები" დახვდნენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენმ-ის წარმომადგელებს შეიარაღებული პირები "ქართულმა ოცნებამ" "მიუგზავნა".

"მაშინ, როდესაც N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მარიამ დოლიძე ინტერვიუს აძლევდა ტელევიზიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ არეგისტრირებდა ამავე ოლქის კომისია, ადგილზე გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული "ძველი ბიჭები". მოისმინეს რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარი და ამას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა "ქართული ოცნების" "ტიტუშკების" მხრიდან",- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics