22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 16:13:18, 367 ნახვა

პოლიტიკა
„წერილს კიდევ ერთხელ გავუგზავნით“ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებენ

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაბარების მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახდა.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ შემდგომ კომისიის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება, იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს განცხადება, შესაძლებელია, შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას",- თქვა ბრეგაძემ.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უწყებაში დღესაც იყო დაბარებული, თუმცა სხდომაზე ორბელიანების სასახლიდან არავინ მისულა.

"განმარტებების გასაკეთებლად მოწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც სამწუხაროდ, არ გამოცხადდა. ეს ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანამშრომლოდ",- ამბობს ბრეგაძე.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics