|
2024-10-15 19:41:20, 400 ნახვა
საზოგადოება
ენმ - გურიანთაში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, "გურიანთაში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს "ქართული ოცნების" ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ". როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც "ქართული ოცნების" მომხრეები სიებს ადგენდნენ. „ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება - საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)