16:59 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 16:08:27, 1228 ნახვა

საზოგადოება
გვარამია - ჩვენი კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ თანაგუნდელი - ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას ვაუქმებთ

დღეს ჩვენი პარტიისა და კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე მეგრელიშვილი, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ბათუმში დღევანდელ ღონისძიებას აუქმებს.

"დღეს ჩვენი პარტიისა და კოალიციისთვის უმძიმესი დღეა. დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო და მასთან ერთად მანქანაში მყოფი, ავტოავარია მოხდა, სამწუხაროდ, ანა ქართლელიშვილი, "ქართლელა", როგორც ჩვენ მას ვეძახით, ახლა იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენ დღეს გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ელენეს ოჯახს, მის მეგობრებს, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის.

ასეთი მძიმე დღეები ჩვენ ჯერ არ გვქონია და იმედია, არც არასდროს არ გვენება. ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენი თავი არ გვეკუთვნის, ჩვენი ბრძოლა ეკუთვნის ჩვენს სამშობლოს, ქართველ ხალხს. ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის, ეს არის ელენეს და ანას ბრძოლა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ჩავიმუხლოთ, წავიქცეთ, გავჩერდეთ. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მთელი შემართებით, ჩვენი სამშობლოს სახელით, ელენეს სახელით და ველოდებით ანას, როდის შემოგვიერთდება. სამწუხაროდ, ელენეს ვეღარ ვნახავთ. მის ნათელ თვალებში ვერ ჩავიხედავთ. 

დღეს ჩვენ გვქონდა დაგეგმილი ღონისძიება ბათუმში. მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ბათუმელებს, აჭარლებს, ჩვენ ღონისძიებას ვაუქმებთ იმიტომ, რომ უბრალოდ, შეუძლებელია რამე სხვაზე ვიფიქროთ გარდა მწუხარებისა ელენს გარდაცვალების გამო და გარდა იმაზე, როგორ დავამარცხოთ სიკვდილი ანასთან ერთად... ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პროცესი არ არის ჩვენი საკუთრება, ის არის საზოგადოების საკუთრება, მაგრამ მომხდარის გამო ვიღებთ ამგვარ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ავტოავარია, რომლის შედეგადაც "კოალიცია ცვლილებისთვის" გუნდის წევრი, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა და ანა ქართლელიშვილი დაშავდა, გუშინ, 14 ოქტომბერს კახეთში მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics