01:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 17:02:08, 305 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს

სიცრუე და ჩვეულებრივი პროვოკაცია,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა" განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად ნომრებს სთხოვენ. 

კახა კალაძის განცხადებით,  წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად არის გადმოცემული ეუთო/ოდირის დასკვნაში და ჩანს კიდეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს. 

"ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები - ჩვეულებრივი აქტივისტები იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც დღეს ქვეყნის მტრად წარუდგა საზოგადოებას. რა „ჩემი ხმა", რა ფაქტები, რის ფაქტები. აგერ ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ყველაფერი დეტალურად არის მოცემული. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი დასკვნა პირველია.

ყოველთვის იყო დაპირისპირებები, გარკვეული პრობლემები, ასეთი მშვიდი არჩევნები ქვეყანაში არ გვქონია და ვიღაც „ჩემი ხმა", „მეგობრის ხმა" და „ბიძაშვილის ხმა" რაღაც სისულელეს ამბობს. ეს არის სიცრუე და ჩვეულებრივი სპეკულაცია", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics