|
2024-10-14 14:29:52, 474 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - ყველამ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს, ჩვენ ადამიანის პირად არჩევანში არ ვერევით
ყველამ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს, ჩვენ ადამიანის პირად არჩევანში არ ვერევით,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მცხეთაში განაცხადა. მეუფე ნიკოლოზმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ვის აირჩევს ადამიანი, აქ რამე მითითების მიცემა არ შეიძლება". "ყველა ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში. ვის აირჩევს, როგორ აირჩევს, მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რამე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები და აი, პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა არჩევანი გააკეთოს",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)