01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 11:40:45, 372 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად, არჩევნების შემდეგ კოალიციურ ხელისუფლებას შევკრავთ

დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად, არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, კოალიცია "ქართული ქარტიის" ერთგულია.

"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი "ქართული ქარტიისა", რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ "ქართული ქარტიის" და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას",- ამბობს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics