01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 20:29:52, 480 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მე ვაპირებ წარადგინო ტექნიკური მთავრობა

 მე ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნებამდე საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი, ვინც ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს.  

"14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად მე რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია. 

ეს ქარტია შედგა, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ დამოუკიდებლობას, საქართველოს წინსვლას.

მე ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან მივიყვანოთ იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.

რადგან ჩემი წარსდგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

თუმცა, დღეს პრეზიდენტს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics