02:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 14:20:25, 353 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე - ესეც, სავარაუდოდ, რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ „ეს საქმეც ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ". 

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი „ბოროტი და საშიში ძალაა".

„თუ არ ვცდები, ერთ-ერთი არჩევნების წინ მოხდა აღნიშნული ფაქტი, როდესაც ააფეთქეს გივი თარგამაძის ავტომობილი. ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ამ მიზნისთვის შემოდიოდა ეს ადამიანი, რომ რამე ბოროტება ჩაედინა.

სააკაშვილი ვინ არის, მისი თანაგუნდელები ვინ არიან, ეს რამხელა ბოროტი და საშიში ძალაა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თქვენ ხედავთ, არჩევნები როგორ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ გვაქვს უდიდეს ბოროტებასთან საქმე. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვინმე გააუბედურონ, რომ შემდეგ ეს პროცესი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ერთ მხარეს არის ძალა, რომელიც არის ბოროტი და ყველაზე ბინძური ადამიანებით დაკომპლექტებული“,- თქვა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics