|
2024-10-10 11:14:49, 344 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გაბიტაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. გიორგი გაბიტაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან, კამრან ალიევთან, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილესთან და საერთაშორისო ურთიერთობების მდივათან, ბრიუს შვარცთან, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორთან, სტივენ პარკინსონთან, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურქთან, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან, საუდ აბდულლაჰ მ. ალშარიფთან და რუმინეთის გენერალურ პროკურორთან, ალექს ფლორენტასთან. შეხვედრებს გენერალური პროკურორის მოადგილეები ნათია მერებაშვილი და გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთდახმარების მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებს. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)