|
2024-10-10 10:46:51, 966 ნახვა
საზოგადოება
ირინე წაქაძე და რუსუდან კოხოძე თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. ირინე წაქაძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნები ცხოვრობენ. მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და მათი საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური ზრუნვა, რაც არასრულწლოვნების განვითარებას უწყობს ხელს და მათ საზოგადოებაში ინკლუზიას ზრდის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)