|
2024-10-10 10:31:39, 596 ნახვა
სამართალი
შსს - ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა , 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, რ.ა. -მ ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს. სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 - 181-ე და 19- 187-ე მუხლებით მიმდინარეობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)