|
2024-10-09 17:39:59, 449 ნახვა
საზოგადოება
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. "დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც 2010 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე ტრადიციად იქცა, ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. მემორანდუმს ხელი დღეს იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილმა მოაწერა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გავლილი აქვთ რეგისტრაცია. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა იქნება ღია და დარეგისტრირების შემდგომ ყველა მსურველს ექნება საშუალება შემოუერთდეს მას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)