|
2024-10-08 17:57:47, 371 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - 6 ათასი დევნილი ოჯახი, უახლოესი წლების განმავლობაში, ბინებს მიიღებს
არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობები საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს. „თბილისში მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა, ქუთაისში ფინალურ ეტაპზე ვართ და ძალიან ახლო მომავალში უკვე განაწილდება ბინები ოჯახებზე, ეს არის ბორჯომი, რუსთავი, სულ მალე დაიწყება მშენებლობა ზუგდიდში. დევნილთა განსახლება მკაფიო რეგლამენტაციისა და დევნილი ოჯახების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მიმდინარეობს. მთავარი განმსაზღვრელი არის საჭიროება, რომელიც შეიძლება, ოჯახის წინაშე იდგეს, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, ამას წინ უძღვის საკმაოდ შრომატევადი შეფასების პროცესი. ახლაც ქუთაისში მიმდინარეა ასეთი პროცესი, სადაც ვახორციელებთ შეფასებას საანკეტო მონაცემებისა და კონკრეტულად ვიზიტები ხორციელდება ოჯახებთან“, - განაცხადა სარჯველაძემ. მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)