|
2024-10-08 17:54:43, 367 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით
ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კონცეფციას უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარადგენს. “პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ახსოვს საზოგადოებას და უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა ეს პრობლემა. პრაქტიკულად ყველაზე ოპტიმალური ვერსიაა შემუშავებული და შეთანხმებული იმ კოლექტივთან, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას იმ დაწესებულებაში. ეს არის შესანიშნავი და გამორჩეული კოლექტივი, რომელსაც ძალიან ამბიციური გეგმების განხორციელების უნარი შესწევს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება სწორედ ის კოლექტივი, რომელიც ამჟამად მუშაობს ამ დაწესებულებაში. კონცეფციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და უშუალოდ მუშაობას დავიწყებთ. გვაქვს გარკვეული იდეები - ერთი მხრივ, როგორ რეაბილიტირდეს არსებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება ახალი მშენებლობები, რომლის რესურსიც და პოტენციალიც იმ ტერიტორიას, რომელიც განაშენიანებას დაექვემდებარება, გააჩნია. შესაბამისად, ვფიქრობთ, წამოვიწყოთ ისეთი სახის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ სრულიად ინოვაციურ, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება მთლიანად რეგიონის მასშტაბით ამ სექტორში ფლაგმანი“,- განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)