05:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 14:25:14, 302 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს

მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად “ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში, პროცესების მონიტორინგის მიზნით, მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ “გამარჯვებას იზეიმებს“.

“მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად იზეიმებს “ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ჩვენ ასეთი ფანჩატურები ბევრი გვაქვს ნანახი: გახსოვთ, იყო შალიკოს ფანჩატური, დღეს გვაქვს სალომეს ფანჩატური. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს. მთავარია, შიგთავსი რა არის, და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად იზეიმებს “ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველო გუნდის საარჩევნო სამზადისს და მოლოდინებს, მერი ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებს ხალხთან მართავს.

“ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. რაც შეეხება არჩევნებს, ვემზადებით. მიმდინარეობს სარჩევნო კამპანია. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც რეალურად ხვდება ხალხს. ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში პირდაპირ მივდივართ მოსახლეობასთან და ვესაუბრებით, განსხვავებით იმ რადიკალებისგან. მესმის, რომ  მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია კახეთში გლეხთან და დაელაპარაკოს მომავალზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ღვინოზე და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics