|
2024-10-07 11:14:46, 361 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ „ჯეოანესთეზია 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, "ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპიისადმი" მიძღვნილ რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რადიოლოგიური მეთოდების გამოყენებას ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის პრაქტიკაში. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია, ტოქსიკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ის მნიშვნელოვანი სექტორებია, რომელთა ფარგლებშიც, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება. "კონფერენციის თემატიკა ეხმიანება მედიცინის ისეთ მიმართულებებს, რომელშიც უშეცდომოდ და უნაკლოდ მკურნალობის მნიშვნელობა განსაკუთრებულად დიდია. ეს ის სექტორებია, სადაც განსაკუთრებულად დიდია მეტი ცოდნის, მეტი აკადემიური ცოდნის, ამ ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების საჭიროება, რისი საუკეთესო საშუალებაც სწორედ აღნიშნული კონფერენციების ჩატარებაა",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. საერთაშორისო კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)