|
2024-10-03 16:13:14, 549 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების დაუფლებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, თანხის გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამი ღამის კლუბის მფლობელები, მენეჯერები, მიმტანები, დაცვის თანამშრომლები და მოცეკვავეები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ტურისტებს კლუბებში ეპატიჟებოდნენ, კლუბის მოცეკვავეები ტურისტების მაგიდასთან სხდებოდნენ და მათ ანგარიშზე, ტურისტებთან შეუთანხმებლად ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ - ანგარიშსწორებისას, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. "აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)