|
2024-10-03 10:46:37, 360 ნახვა
საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს ვაკუი ჯუნჯის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, მხარეებმა ცენტრის წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. აქცენტი გაკეთდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და იაპონიის სააგენტოს თანამშრომლობაზე, მეხორბლეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის განხორციელების მნიშვნელობაზე. “აღინიშნა, რომ ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით ერთობლივი კვლევა, ასევე, სელექციის მეთოდების გამოყენება ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს დარგობრივი ტრენინგების ჩატარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების იაპონიაში სასწავლო ტურების ორგანიზების მიმართულებით. შეხვედრას JICA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების ოფიცერი კონსტანტინე წერეთელი, სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურისა და ცენტრის სხვადასხვა კვლევითი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე განთავსებულ ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ, დაათვალიერეს წილკნის ბაზაზე განთავსებული პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია და თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)