|
2024-10-01 13:23:49, 990 ნახვა
რეგიონი
პროგრამის - “სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის, “სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს. "პროექტი წელს მეხუთედ წარმატებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი ყოველ წლიურად მზარდია. შპს “აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 40 000 ლარია. პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა. ბოლო ეტაპზე 4 გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღონისძიებას, მერის მოადგილეები, რუსუდან შავაძე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე, ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში თამილა ფუტკარაძე, შპს “აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები ნინო დიასამიძე და ჯამბულ წულუკიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)