|
2016-02-23 12:39:33, 792 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკება გაიმართა
22-23 თებერვალს თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება 2016 წლის მაისში. მომდევნო კონსულტაციები ყოველ ორ თვეში გაიმართება. გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)