|
2024-09-30 16:32:16, 389 ნახვა
საზოგადოება
შენი წარმატების გზა - კარიერა „თიბისიში“
“თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა ღონისძიება “შენი წარმატების გზა”, სადაც სტუმრებს “თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და სხვადასხვა მიმართულების ლიდებმა, გააცნეს “თიბისიში“ მრავალფეროვანი მიმართულების მუშაობის სპეციფიკა, კარიერული განვითარების შესაძლებლობები და “თიბისიში“ მუშაობის უპირატესობები. ისაუბრეს “თიბისის“ მრავალფეროვან ბიზნეს და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე. ღონისძიებაზე, ახალგაზრდები გაეცნენ მათთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. 800-მდე ახალგაზრდამ “თიბისის“ გუნდში მუშაობის სურვილი გამოთქვა და ადგილზევე შეავსო განაცხადი. მათ ვისაც სამომავლოდ “თიბისიში“ დასაქმების სურვილი აქვს, მაგრამ ვერ მოახერხეს ღონისძიებაზე დასწრება, შესაძლებელია, რომ მითითებულ ბმულზე დააფიქსირონ ინტერესი, დატოვონ რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია. “თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და მათთვის სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა პრიორიტეტია. “თიბისი“ მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას მათ კარიერულ განვითარებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებასა და წახალისებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)