|
2016-02-23 12:18:36, 1438 ნახვა
მსოფლიო
"ვიკილიქსის" ახალი სკანდალი - ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერებს უსმენდა
"ვიკილიქსი" ახალ სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. როგორც ინტერნეტპორტალი ირწმუნება, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერთა სატელეფონო საუბრებს ისმენდა. აღსანიშნავია, რომ "ვიკილიქსის" გვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ამერიკელების ყურადღების ცენტრში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნის შეხვედრა იყო, რომელზეც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხები განიხილებოდა. "ვიკილიქსის" მტკიცებით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ასევე უსმენდა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის საუბარს, რის შედეგად გაირკვა, რომ ისრაელის პრემიერი ყოფილ კოლეგას აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ურთიერთობის დარეგულირებაში დახმარებას სთხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)