20:16 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-29 12:50:16, 539 ნახვა

სამართალი
საბურთლოზე სასიკვდილოდ დაჭრილი კაცი კონსერვატორიის სტუდენტი იყო

საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

როგორც კონსერვატორიის განცხადებაშია აღნიშნული, მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი", - წერია განცხადებაში. 27 სექტემბერს თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ნაუპირისპირდა. გავრცელდა რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაცია. კონფლიქტის საფუძველზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics