20:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-28 13:56:49, 421 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი - ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება

BBC-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც მათ მოქალაქეებს ემუქრება.

როგორც BBC წერს, აღნიშნული ვიდეომიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია.

"ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება, ჩრდილოეთით, სამხრეთით, ასევე შორეულ ადგილებში",- აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics