13:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 15:52:05, 363 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანაში არანაირი არასამთავრობოები არ არსებობს - რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“?

“კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ის ფაქტი, რომ ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, არის დასტური იმის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ".

“თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს ქვეყანაში. “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა “ნაცმა“? ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ირქმევენ, ხან - რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ.

ეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო, თუ რასაც უბრძანებენ, ყველაფრისთვის მზად არიან“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 27 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ 25 სექტემბრის მდგომარეობით ცესკოში დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და მიკერძოებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics