02:13 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 15:41:24, 301 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის,  ნაძალადევის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 89 ოჯახს, ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში (ე.წ. კიკვიძის პარკი)  საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების საკითხის განსახილველად.

“არ იფიქროთ, რომ ამაზე ვჩერდებით. ყველას დავეხმარებით, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. ვინც საჭიროებს დაკანონებას, უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობებს, სადაც დაგეხმარებიან, გეტყვიან რა საბუთები დაგჭირდებათ. შემდეგ თქვენი საქმეები მერიაში გადმოიგზავნება, გავიტანთ მთავრობის სხდომაზე, საბოლოოდ კი, საკრებულოში ოფიციალურად დადასტურდება, საცხოვრებელი ფართების პირად საკუთრებაში გადმოსვლა. ათეულობით მილიონი ლარის ქონება არის გადაცემული ამ ოჯახებისთვის, რაც ძალიან მიხარია",- განაცხადა კალაძემ.

2017-2024 წლებში საკუთრება  3 000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. საცხოვრებლები, რომლებშიც აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics