21:08 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 15:07:36, 541 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით კომპანია შპს „თ-ნ გოლდთან", რომლის საქმიანობა ავტომანქანაზე რეგისტრირებული გირავნობით სესხის გაცემას მოიცავდა, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად ორი ავტომანქანა წარადგინეს - თანხის მიღების შემდეგ კი ბრალდებულებმა კომპანიის ნებართვისა და ინფორმირების გარეშე, დაგირავებული ავტომანქანები ფორმალურად გადააფორმეს სხვის სახელზე და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიყვანეს, რითაც .კომპანიას დიდი ოდენობით, 146 400 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

"სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული 24 სექტემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა",- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics