20:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 11:55:49, 407 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზელენსკიმ ჯო ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში, განსაკუთრებით კი, ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზეც. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამაზე 26 სექტემბერს ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს იმსჯელებენ.

პრეზიდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს “დიდი შვიდეულის“ სპეციალურ შეხვედრაში უკრაინის აღდგენის შესახებ.

ცნობისთვის, 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ორიენტირებულია უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics