22:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 17:01:49, 402 ნახვა

მსოფლიო
AP - აშშ-ში ამ კვირაში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ამ კვირაში შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება და მოსალოდნელია, რომ ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა "გამარჯვების გეგმა" წარუდგინოს.

პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სახელმწიფოს მეთაური აპირებდა საკითხის განხილვას პრეზიდენტობის კანდიდატებთან - დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისთან.

ცნობისთვის, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 26-27 სექტემბერს შეხვდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics