|
2024-09-25 14:26:52, 352 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, გიორგი ღავთაძემ მოაწერეს. „გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმირება გარემოსდაცვითი მიმართულებით მათი პასუხისმგებლობის და ცოდნის გაღრმავებისთვის და, სამომავლოდ, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობებსა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, მოხდება სტუდენტების ინფორმირება გარემოსდაცვით და დაცული ტერიტორიების საკითხებზე, განხორციელდება საველე გასვლები, საინფორმაციო ეკოტურები და საჯარო ლექციები. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)