|
2024-09-24 11:32:00, 350 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტყეების პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული რეაგირების მეთოდები განიხილეს. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად დასაგეგმად და განსახორციელებლად. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებელ-დაავადებების მართვის, ასევე, დაცულ ტერიტორიებსა და აჭარის ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების პათოლოგიური მდგომარეობებიც. საუბარი შეეხო წაბლის და მუხის ახალი მავნებლების (წაბლის მეგალე და მუხის ბაღლინჯო) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალების შემუშავების მნიშვნელობის საკითხს. შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, მეცნიერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)