|
2024-09-21 12:35:26, 353 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონ ქვინს შეხვდა, რომელიც ვირჯინიის შტატის ფეარფექსის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი საარჩევნო მოხელე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET), რომელიც ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ამ მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით დაინტერესდა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამ პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია იყო. “ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ დაგეგმილ და განხორციელებულ საქმიანობებზე, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის აქტიურად ახორციელებს, ასევე დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. თავის მხრივ კამერონ ქვინმა წარმატებები უსურვა საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბერს ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გზებზეც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)