|
2024-09-20 16:25:18, 930 ნახვა
რეგიონი
ბათუმს დამატებით 25 ერთეული, EURO-6-ის ტიპის 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ახალი ავტობუსები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, EURO-6-ის ტიპის ავტობუსებზე 70 მძღოლი დასაქმდება. ავტობუსით 100 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამ ეტაპზე შემოსულია 10 ერთეული ავტობუსი, ხოლო 15 ერთეული EURO-6-ის ტიპის ავტობუსით ავტოპარკის განახლება თვის ბოლომდე, ეტაპობრივად განხორციელდება. "2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია. აგვისტოში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული მიკროავტობუსი შეემატა, რომელიც ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას ემსახურება. გაზრდილი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს, ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები საჭიროებისამებრ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება. ასევე, დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)