|
2024-09-20 09:33:42, 587 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი - ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში აშშ-ს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს. ნიკიფოროვის თქმით, შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტთან და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გაიმართება. "ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა წარუდგინოს მას "გამარჯვების გეგმა". უკრაინის სახელმწიფოს მეთაური იმედოვნებს, რომ განიხილება ამ გეგმის დეტალები, ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი შეერთებული შტატების მხრიდან", - განაცხადა ნიკიფოროვმა. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეას, ასევე, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)