01:03 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 13:18:25, 333 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მივმართავ ახალგაზრდებს, არ დაუჯეროთ ამ რადიკალ პოლიტიკოსებს და არ აყვეთ მათ ბინძურ კამპანიას

ეს სიახლე არ არის ჩემთვის - ჩვენ არაერთხელ გვინახავს ლიდერების მოწოდებები ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ თვითონ გაიპარებოდნენ ხოლმე აქციიდან და ახალგაზრდებს შეატოვებდნენ პირისპირ სამართალდამცველებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას მიმდინარე წლის მარტის აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულზე ჰკითხეს, რომლის თქმითაც, "ის აქციაზე ინსტრუქციას  უშუალოდ  გიორგი ვაშაძისგან იღებდა".

კალაძის თქმით, დღეს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ხოლო კანონდარღვევას ყოველთვის მოსდევს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

“დღეს, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება თუნდაც აქციებში მონაწილეობის  სახით და ამისი წინააღმდეგი არავინ არის. ყველას აქვს ამის უფლება,  მაგრამ როდესაც გადადიხარ ზღვარს და სცდები კანონის ჩარჩოებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. შესაბამისად, მინდა მივმართო ასევე ახალგაზრდებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ამ რადიკალ ბინძურ პოლიტიკოსებს, რადგან ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაფერს გამოიყენებენ უფრო მძიმედ და უფრო ბრუტალურადაც. რა თქმა უნდა, არ უნდა ავყვეთ მათ მოწოდებებსა და მათ ბინძურ კამპანიას“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics